ზელენსკი: "უკრაინამ ოკუპანტებისგან 8 000კმ² ტერიტორია გაათავისუფლა"
14/09/2022 06:38:26 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ ოკუპანტებისგან 8 000კმ² ტერიტორია გაათავისუფლა.
"ამ დროისთვის სტაბილიზაციის ღონისძიებები დასრულებულია 4 000კმ²–ზე მეტი ფართობის ტერიტორიაზე. დაახლოებით იგივე ფართობის ტერიტორიაზე კი სტაბილიზაცია გრძელდება. მიმდინარეობს დარჩენილი ოკუპანტებისა და დივერსიული ჯგუფების გამოვლენა, თანამშრომელთა დაკავება და სრული უსაფრთხოების აღდგენა. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენს ჯარებთან ერთად, ჩვენი დროშით, ჩვეულებრივ, ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით დეოკუპირებულ ტერიტორიაზე", – აცხადებს ზელენსკი.


