Accentnews.ge
უკრაინა ბელარუსთან საზღვარზე სამხედრო წვრთნებს მართავს

უკრაინა ბელარუსთან საზღვარზე სამხედრო წვრთნებს მართავს

13/09/2022 23:33:45 მსოფლიო

უკრაინული ძალები ბელარუსთან საზღვარზე სამხედრო წვრთნებს «Північний Буревій 2022» მართავენ, - იუწყება უკრაინის შსს-ს პრეს-სამსახური.

უწყების ინფორმაციით, სწავლების ფარგლებში სამართალდამცველები და სამხედროები გაიწვრთნებიან თავდაცვითი პოზიციების საინჟინრო აღჭურვასა და ტერიტორიის დანაღმვაში.

ქვედანაყოფები ასევე დახვეწენ ერთობლივ მოქმედებას რაიონების მტრის ძალებისგან გათავისუფლების, მოწინააღმდეგის სამხედრო ფორმირებების დადგენის, ბლოკირებისა და ლიკვიდაციის მიმართულებით.

წვრთნები ჟიტომირის, როვნოს და ვოლინის ოლქების ტერიტორიაზე ტარდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S