WSJ: "რუსეთის მიერ დასახული მეორე რიგის შუალედური მიზნებიც კი ვერმიღწევადია"
13/09/2022 23:22:11 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავბრუდამხვევი სამხედრო წარმატებები კრემლის გეგმების მსხვრევას განაგრძობს, - წერს The Wall Street Journal.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, იზიუმიდან ჯარების გაყვანის შემდეგ კრემლმა ხარკოვის ოლქში ყველაზე მნიშვნელოვანი პოტენციური პლაცდარმი დაკარგა დონბასის უკრაინულ კონტროლს დაქვემდებარებულ ნაწილებზე თავდასასხმელად.
"რუსეთის მიერ დასახული მეორე რიგის შუალედური მიზნებიც კი – დონეცკისა და ლუჰანსკის შთანთქმა - ვერმიღწევადია", – განაცხადა ბრიტანელმა დიპლომატმა, რუსეთსა და ბელარუსში მუშაობის გამოცდილების მქონე გულდ-დევისმა."ამჟამად კრემლი ომის განმავლობაში ყველაზე რთული არჩევანის წინაშეა და დრო მის წინააღმდეგ მუშაობს", – დასძინა მან.
მანამდე თეთრ სახლში ფრონტზე, განსაკუთრებით ჩრდილო-აღმოსავლეთში უკრაინული ძალების წინსვლას “სწრაფი და გამაოგნებელი” უწოდეს.
ცნობისთვის: 6 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად კონტრშეტევითი ოპერაცია წამოიწყეს.
13 სექტემბერს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ ხარკოვის ოლქში ოკუპანტებისგან გათავისუფლებული ტერიტორიების რეალური რაოდენობა გამოცხადებულს (300 დასახლებულ პუნქტზე მეტი) თითქმის ორჯერ აღემატება.


