Accentnews.ge
შოლცმა პუტინს უკრაინიდან ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ მოუწოდა

შოლცმა პუტინს უკრაინიდან ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ მოუწოდა

13/09/2022 23:04:41 მსოფლიო

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან 1,5-საათიანი სატელეფონო საუბარი გამართა, რომლის დროსაც რუსეთის ლიდერს უკრაინიდან ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ მოუწოდა, - განაცხადა გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფან ჰებესტრაიტმა.

მისივე ინფორმაციით, შოლცმა მოუწოდა პუტინს, უმოკლეს ვადებში იქნას ნაპოვნი დიპლომატიური გადაწყვეტილება, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას, რუსული ჯარის სრულად გაყვანას და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას დაეფუძნება.

“მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანექსიის მიმართულებით რუსეთის ნებისმიერი შემდგომი ნაბიჯი უპასუხოდ არ დარჩება და არავითარ შემთხვევაში არ იქნება აღიარებული” – განაცხადა ჰებესტრაიტმა.

გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, საუბარი შეეხო სასურსათო კრიზისს და გერმანიის კანცლერმა მოუწოდა პუტინს, ამიერიდან სრულფასოვნად შეასრულოს ე.წ. ხორბლის შეთანხმება მისი დისკრედიტაციის ნაცვლად.

ცნობისთვის: 7 სექტემბერს შოლცი ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელთანაც “საკითხთა ფართო სპექტრი” იქნა განხილული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S