Accentnews.ge
"აშშ უახლოეს დღეებში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დამატებითი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს"

"აშშ უახლოეს დღეებში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დამატებითი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს"

13/09/2022 19:20:01 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უახლოეს დღეებში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დამატებითი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

"ჩვენ უკრაინელების გვერდით ვართ და მათთან დიალოგი ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს", – განაცხადა კირბიმ.

მისი თქმით, "უკრაინელებთან მუდმივად მიმდინარეობს დისკუსიები იმის შესახებ, თუ რა არის მათი სამხედრო საჭიროებები".

"ბევრმა სისტემამ, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ დაამტკიცა, რომ უკრაინელებს შეტევაზე გადასვლის უნარი შესწევთ და ისინი ფაქტობრივად საკმაოდ ეფექტურნი იყვნენ დაცვაში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში", – დასძინა მან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S