Accentnews.ge
უკრაინა: "ხარკოვსა და დონეცკში რუსული სამხედრო თვითმფრინავები გავანადგურეთ"

უკრაინა: "ხარკოვსა და დონეცკში რუსული სამხედრო თვითმფრინავები გავანადგურეთ"

13/09/2022 18:51:21 მსოფლიო

უკრაინის საჰაერო ძალებმა დღეს რუსეთის ფედერაციის ორი სამხედრო თვითმფრინავი და ერთი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, – იუწყება უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა.

"13 სექტემბერს 14:00 საათიდან 16:00 საათამდე უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა გაანადგურეს სამი საჰაერო სამიზნე - ერთი ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი და ოკუპანტების ორი თვითმფრინავი", - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, "სუ-24"-ის ტიპის თვითმფრინავი ხერსონში, "სუ-25" ტიპის კი დონეცკში ჩამოაგდეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S