უკრაინელებმა სავარაუდოდ, ირანული კამიკაძე-დრონი ჩამოაგდეს
13/09/2022 18:46:46 მსოფლიო
ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის სიახლოვეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც, მაღალი ალბათობით, ირანული წარმოებისაა, - იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი.
მისივე მონაცემებით, საუბარია დიდი სიშორის კამიკაძე-დრონ Shahed-136-ზე.
უკრაინული პორტალი «Милитарный» ოფიცერზე დაყრდნობით წერს, რომ დაზიანებულ მოწყობილობაზე შეიმჩნევა წარწერა «М214 Герань-2», თუმცა კორპუსი ირანული კამიკაძე-დროენის იდენტურია.
ცნობისთვის: აგვისტოს ბოლოს გამოცემა The Washington Post იუწყებოდა იმის შესახებ, რომ რუსეთმა ირანული საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატების პირველი პარტია მიიღო, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინის წინააღმდეგ ომში იქნებოდა გამოყენებული. ორიოდ დღის წინ კი აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები შემოიღო ირანული კომპანია "საფირანის" მიმართ, რომელიც, ვაშინგტონის ინფორმაციით, რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებასთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, სანქციები შეეხო დრონების მწარმოებელ სამ ირანულ კომპანიას.


