Accentnews.ge
ბრიტანეთმა რუსეთი და ბელარუსი ელისაბედ II-ს დაკრძალვაზე არ მიიწვია

ბრიტანეთმა რუსეთი და ბელარუსი ელისაბედ II-ს დაკრძალვაზე არ მიიწვია

13/09/2022 18:20:45 მსოფლიო

ბრიტანეთმა რუსეთის, ბელარუსისა და მიანმის ხელისუფლებების წარმომადგენლები დედოფალ ელისაბედ II-ს დაკრძალვაზე არ მიიწვია, ირანი კი სამგლოვიარო ღონისძიებაზე ელჩის დონეზე იქნება წარმოდგენილი, განსხვავებით სხვა მიწვეული სახელმწიფოებისაგან, რომლებსაც დაკრძალვაზე პირველი პირები და კიდევ ერთი სტუმარი წარმოადგენენ.

ელიან, რომ ცერემონიალზე დასასწრებად ბრიტანეთში მაღალი რანგის ხუთასამდე სტუმარი ჩავა, - იუწყება "როიტერი" ბრიტანეთის მთავრობაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.

ცნობისთვის: ბრიტანეთმა სხვა რამდენიმე სახელმწიფოსთან ერთად უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ რუსეთისა და მისი მოკავშირე ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, მიანმა კი ბრიტანული სანქციების ქვეშ ქვეყნის ტერიტორიაზე როხინჯას ეთნიკური ჯგუფის დევნის გამო იმყოფება. გარდა ამისა, მიანმის სამხედრო ხელისუფლების წარმომადგენლები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს არაერთგზის შეხვდნენ.

ცნობისთვის: დედოფალ ელისაბედ II-ს დაკრძალვა 19 სექტემბრისთვისაა დაგეგმილი. დედოფალს ვინდზორში დაკრძალავენ.

ელისაბედ II 8 სექტემბერს 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან ბრიტანულ ტახტზე ყველა წინამორბედზე მეტი დრო გაატარა - 70 წელი და 7 თვე.

ბრიტანეთის ახალ მეფედ ელისაბედის ვაჟი ჩარლზი (მონარქის სტატუსში მოიხსენიება კარლ III) გამოცხადდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S