Accentnews.ge
პუტინსა და შოლცს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

პუტინსა და შოლცს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

13/09/2022 18:16:52 მსოფლიო

გერმანიის კანცლერსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, ოლაფ შოლცსა და ვლადიმერ პუტინს შორის საუბარი 90 წუთი გრძელდებოდა და მთავარი თემა უკრაინა იყო.

„როიტერის“ ინფორმაციით, ოლაფ შოლცმა პუტინს უკრაინის კონფლიქტში დიპლომატიური გამოსავლის პოვნისკენ მოუწოდა, რომელიც დაფუძნებული იქნება ცეცხლის შეწყვეტასა და უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების დაუყონებლივ გაყვანაზე.

მისი ცნობით, ოლაფ შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მოუწოდა პუტინს, სრულად შეასრულოს გაერო-ს ეგიდით მიღწეული მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S