უკრაინა: "უკრაინულმა ძალებმა რუსეთის მიერ ოკუპირებული 3 800 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დაიბრუნეს"
13/09/2022 17:27:33 მსოფლიო
6 სექტემბრის შემდეგ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის რეგიონში რუსი დამპყრობლებისგან 300-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინულმა ძალებმა რუსეთის მიერ ოკუპირებული 3 800 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დაიბრუნეს.
ამასთან მალიარმა დასძინა, რომ 150 000-ზე მეტი უკრაინელი „რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლდა, რომლის დროსაც ისინი, ფაქტობრივად, მძევლები იყვნენ“.


