აშშ არ გამორიცხავს, უკრაინიდან ყურადღების გადასატანად რუსეთი მიზანმიმართულად აღვივებდეს სომხეთ–აზერბაიჯანს შორის კონფლიქტს
13/09/2022 15:50:20 მსოფლიო
აშშ არ გამორიცხავს, უკრაინიდან ყურადღების გადასატანად რუსეთი მიზანმიმართულად აღვივებდეს სომხეთ–აზერბაიჯანს შორის კონფლტს. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა გააკეთა.
"ცდილობს თუ არა რუსეთი რაიმე ფორმით გააღვივოს სომხეთ–აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი უკრაინიდან ყურადღების გადასატანად, ეს არის ის საკითხი, რაც ჩვენ ყოველთვის გვაწუხებს“, – განუცხადა ბლინკენმა Reuters-ს ინდიანაში გამართულ ღონისძიებაზე.
მან ერევანსა და ბაქოს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
მთიანი ყარაბაღის გამო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები კვლავ განახლდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსხვერპლია ორივე მხარეს. ერევანი და ბაქო შექმნილ სიტუაციაზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.


