
კოვიდ–სტატისტიკა ყოველკვირეულად აღარ გამოქვეყნდება
13/09/2022 14:56:45 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსით ინფიცირების შესახებ სტატისტიკას ყოველკვირეულად აღარ გაავრცელებს. ინფორმაცია განახლდება მხოლოდ თვეში ერთხელ.
ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების დაღმავალი ტენდენცია და ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციაა.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის მაისის დასაწყისიდან კოვიდ–სტატისტიკა ყოველკვირეულად, სამშაბათობით ქვეყნდებოდა. დღეს კი არ განახლებულა.