
"გიორგი გახარია 15 ოქტომბერს სომხეთს ეწვევა, მზადდება ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაშიც"
14/10/2019 09:21:22 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ოფიციალური ვიზიტები საქართველოს მეზობელ ქვეყნებში გრძელდება. 2019 წლის 15 ოქტომბერს მთავრობის მეთაური სომხეთს ეწვევა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"ასევე, მზადდება პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში.
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ბრიუსელში ვიზიტი ევროკომისიაში ამჟამად მიმდინარე საკადრო საკითხების დასრულებისთანავე შედგება, როგორც კი განახლებული ევროკომისია საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება" - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.