Accentnews.ge
უკრაინული ჯარი ხერსონის მიმართულებით ახალი სამხედრო წარმატებების შესახებ იუწყება

უკრაინული ჯარი ხერსონის მიმართულებით ახალი სამხედრო წარმატებების შესახებ იუწყება

13/09/2022 13:49:55 მსოფლიო

უკრაინის სამხრეთში ფრონტის ხაზმა 12 კილომეტრით გადაიწია, რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლებულია კიდევ 13 დასახლებული პუნქტი და 500 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღაებული ძალების გენერალმა დიმიტრი მარჩენკომ განაცხადა, რომელიც აპრილამდე ნიკოლაევის მხარის თავდაცვას ხელმძღვანელობდა.

"ბოლო ორი კვირის განმავლობაში ლიკვიდირებულ იქნა 1800 რუსი ჯარისკაცი, ჩამოგდებულია 2 რუსული თვითმფრინავი, 2 ვერტმფრენი. განადგურებულია 120-ზე მეტი ტანკი, 130-ზე მეტი საარტილერიო სისტემა, 20 ერთეულზე მეტი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა. ჩვენმა ძალებმა შეძლეს, გაენადგურებინათ ხიდები, რომელთა გამოყენებითაც რუსული ჯარი მარაგდებოდა, ასევე რუსების 150 სამეთაურო პუნქტი და 70-მდე სამხედრო საწყობი" - განაცხადა მარჩენკომ.

დაზვერვის მთავარი სამმართველოს მონაწილეობით, ხერსონის მიმართულებაზე მებრძოლი რუსი ოფიცრები მორალურად დათრგუნულები არიან.

"ჩვენი მონაცემებით, მათ უბრძანეს, ცეცხლი არ გახსნან და ამის ნაცვლად უკრაინელ სამხედროებთან მოლაპარაკებები აწარმოონ, ამ უკანასკნელთა წარუმატებლობის შემთხვევაში კი ოკუპირებული ტერიტორიები გაათავისუფლონ" - დასძინა მარჩენკომ.

ცნობისთვის: ცოტა ხნით ადრე განცხადება მნიშვნელოვანი ოკუპირებული ფართობების გათავისუფლების თაობაზე გააკეთა "სამხრეთის" ოპერატიული სარდლობის პრეს-მდივანმა ნატალია გუმენიუკმაც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S