Die Welt: უკრაინელებმა ხარკოვის ოლქში რუსი ოფიცრების დიდი რაოდენობა დაატყვევეს
13/09/2022 13:38:11 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში მაღალი რანგის რუსი ოფიცრების მნიშვნელოვანი რაოდენობა დაატყვევეს, - იუწყება Die Welt.
სულ უკრაინულმა ძალებმა ბოლო დღეების განმავლობაში ტყვედ აიყვანეს ასობით რუსი ჯარისკაცი, მათ შორის - გავლენიანი ოფიცრები.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, "რუსული თავდაცვა დაიმსხვრა, ჯარისკაცები უბრალოდ გარბოდნენ, უკრაინის შეიარაღებული ძალები კი დასახლებულ პუნქტებს ისე იბრუნებდნენ, რომ ერთი გასროლაც არ დასჭირვებიათ".


