ლარი გაუფასურების ტენდენციას დაუბრუნდა
13/09/2022 13:20:51 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 14 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8378 ლარი ეღირება, ევრო – 2.8872 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3268 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.8342 ლარი ღირდა, ევრო – 2.8736 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3081 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.


