კულება გერმანიას აკრიტიკებს: "ბერლინს აშინებს ის, რისიც კიევს არ ეშინია?"
13/09/2022 12:10:57 მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გერმანიას აკრიტიკებს.
მისი თქმით, ბერლინის მიერ დაპირებული შეიარაღება კიევს სრულად ამ დრომდე არ მიუღია.
"იმედგამაცრუებელი გზავნილები მოდის გერმანიიდან მაშინ, როცა უკრაინას ახლა "Leopard"–ები და "Marder"–ები სჭირდება ხალხის გასათავისუფლებლად და გენოციდისგან გადასარჩენად. არც ერთი რაციონალური არგუმენტი იმის შესახებ, თუ რატომ არ შეიძლება, ამ იარაღის მიწოდება, მხოლოდ აბსტრაქტული შიშები და საბაბი. ბერლინს აშინებს ის, რისიც კიევს არ ეშინია?", – წერს კულება სოციალურ ქსელში.


