ნატო სომხეთსა და აზერბაიჯანს ვითარების დაუყოვნებლივ დეესკალაციისკენ მოუწოდებს
13/09/2022 11:32:24 მსოფლიო
ნატო სომხეთსა და აზერბაიჯანს ვითარების დაუყოვნებლივ დეესკალაციისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინამ სოციალურ ქსელში დაწერა.
„ძალიან შეშფოთებული ვარ სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებების გამო, მათ შორის ცნობებით სომხეთის შიდა დასახლებებზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შესახებ. ნატო საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ და სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდებს“, – წერს ხავიერ კოლომინა.
მთიანი ყარაბაღის გამო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები კვლავ განახლდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსხვერპლია ორივე მხარეს. ერევანი და ბაქო შექმნილ სიტუაციაზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.


