![როგორ ნადგურდება იაპონიის ქალაქები [video]](https://www.accentnews.ge/storage/files/7231.jpg)
როგორ ნადგურდება იაპონიის ქალაქები [video]
14/10/2019 09:04:55 სხვა, მსოფლიო
იაპონიაში ტაიფუნ „ჰაგიბისის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 37-ს მიაღწია, დაკარგულად კი 20 ადამიანი ითვლება.
ევაკუაციის რეკომენდაცია 7 მილიონამდე მოქალაქეს მისცეს, თუმცა, რეალურად თავშესაფრებს 50 000-მა ადამიანმა შეაფარა თავი.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ქვეყნის მასშტაბით 110 000 მაშველია ჩართული. ტაიფუნმა ქვეყნის 8 პრეფექტურა დააზარალა.
მეტეოროლოგების ინფორმაციით, ამ დროისთვის ტაიფუნი მნიშვნელოვნადაა შესუსტებული.