"უკრაინის ძალები რუსეთს გამარჯვებისთვის ებრძვიან და არა კრემლთან სალაპარაკოდ"
13/09/2022 09:33:13 მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინის ძალები რუსეთის არმიას გამარჯვებისთვის ებრძვიან და არა კრემლთან სალაპარაკოდ.
"რუსეთის ფედერაცია მოლაპარაკებებზე სერიოზულად მხოლოდ მას შემდეგ ილაპარაკებს, რაც მისი არმიის პოზიციები მაქსიმალურად იქნება შესუსტებული. ახლა კრემლი "მოთხოვნების შესრულებაზე საუბრობს", - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ დროისთვის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებას არ აპირებს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ არ დაელაპარაკება მათ, ვინც ულტიმატუმებს უყენებს.


