ჟან-ლუკ გოდარი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა
13/09/2022 09:30:52 მსოფლიო
კინორეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი, ფრანგული ახალი ტალღის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა ჟან-ლუკ გოდარი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა, – იუწყება ფრანგული გაზეთი Libération.
მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან რეჟისორს, რომელმაც გარდამტეხი როლი ითამაშა ფრანგულ თუ ჰოლივუდურ კინოში დამკვიდრებული კონვენციების რღვევაში, განსაკუთრებული აღიარება მოუტანა პირველმა სრულმეტრაჟიანმა მხატვრულმა ფილმმა – „უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“. გოდარის შემოქმედება ათწლეულების განმავლობაში, დღემდე ახდენს გავლენას არაერთი რეჟისორის შემოქმედებაზე.


