
ბოლნისში, მუშევანში დილიდან ხმაურია, მოსახლეობის ნაწილი RMG Gold-ს წინააღმდეგია, ნაწილი იცავს
13/09/2022 08:42:23 საზოგადოება
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში დილიდან ხმაურია.
საქმე ეხება ადგილზე RMG Gold-ს სამუშაოებს. კომპანია სოფლიდან რამდენიმე კილომეტრში ოქროს ღია კარიერული წესით მოპოვებას აპირებს. მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ კომპანია ადგილზე უნდა შემოვიდეს, ნაწილი კი სამუშაოების ჩატარების წინააღმდეგია.
ადგილობრივები, რომლებიც სამუშაოებს ემხრობიან, ამბობენ, რომ კომპანია მათ გზებისა და წყლის გაყვანაში, ასევე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას დაპირდა. მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ საცხოვრებელი სახლებიდან რამდენიმე ასეულ მეტრში კარიერის გახსნა მათ ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის.