Accentnews.ge
რუსეთში „სპეციალური ოპერაცია“ ისტორიის გაკვეთილების პროგრამაში შეიტანეს

რუსეთში „სპეციალური ოპერაცია“ ისტორიის გაკვეთილების პროგრამაში შეიტანეს

13/09/2022 08:42:38 მსოფლიო

რუსეთის განათლების სამინისტრომ 10-11 კლასების მოსწავლეებისთვის ისტორიის გაკვეთილების სასკოლო სასწავლო გეგმაში შეიტანა თემა "სპეციალური ოპერაცია უკრაინაში" (როგორც რუსეთის ხელისუფლება უწოდებს ოფიციალურად ომს ვლადიმირ პუტინის მიერ გაჩაღებულ ომს).

ბრძანების მიხედვით, მოსწავლეებმა ისტორიის საბაზისო კურსის შესწავლის შემდეგ უნდა "გაიგონ რუსეთის მნიშვნელობა მსოფლიო და სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებში", ასევე, "სსრკ-ის დაშლის, რუსეთის ფედერაციის, როგორც მსოფლიო ძალის აღორძინების, ყირიმის რუსეთთან გაერთიანების, უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზეზები და შედეგები და მე-20 - 21-ე საუკუნის დასაწყისის სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები.

ერთი დღით ადრე რუსეთის განათლების მინისტრმა სერგეი კრავცოვმა განაცხადა, რომ გაკვეთილები უკრაინის ომის თემაზე სახელწოდებით „საუბრები მნიშვნელოვანზე“ რუსულ სკოლებში მთელი სასწავლო წლის განმავლობაში ჩატარდება. მანამდე რუსულმა „მასწავლებელთა ალიანსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგაკვეთილო გეგმიდან ამოიღეს ყველა ცნობა უკრაინასა და მის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო შეჭრაზე.

„ვიღაცამ თქვა, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაცია ამოვიღეთ. არაფერიც არ ამოგვიღია. უბრალოდ, ჩვენ, ყველამ, რაც შეეხება სპეცოპერაციის შინაარსს, გადავწყვიტეთ, რომ ეს არ გაგვეკეთებინა მხოლოდ ერთ გაკვეთილზე, არამედ გავანაწილოთ მთელს სასწავლო წელზე“,– თქვა კრავცოვმა.

ყოველკვირეული საგაკვეთილო საათები "საუბრები მნიშვნელოვანზე" ამ სასწავლო წელს შემოიღეს რუსული სკოლების მოსწავლეებისთვის 1-დან 11 კლასამდე. გეგმის მიხედვით, სკოლის მოსწავლეებს უნდა მიეღოთ ინფორმაცია, მათ შორის, უკრაინაში „სპეციალური ოპერაციის“ შესახებ. აგვისტოში რუსეთის განათლების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მეთოდოლოგიურ მასალებში სუვერენულ სახელმწიფოში რუსეთის შეჭრა წარმოდგენილია, როგორც "დახმარება" უკრაინის რუსი მოსახლეობისთვის, ხოლო რუსი სამხედროების ქმედებები „გმირობისა და სამხედრო ძლევამოსილებად“. ცხადია, საუბარი არ იქნება სამხედრო დანაშაულებებზე, რომელთაც რუსული არმია მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე სჩადის მშიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ.

„მასწავლებელთა ალიანსმა“ „საუბრები მნიშვნელოვანზე “ პროპაგანდისტულ გაკვეთილად მიიჩნია და პედაგოგებსა და მშობლებს ბოიკოტისკენ მოუწოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S