Accentnews.ge
მედია – რუსული  საავიაციო ქარხნის მთავარი მენეჯერი უკრაინისთვის საიდუმლო სამხედრო ინფორმაციის გადაცემის ბრალდებით დააკავეს

მედია – რუსული  საავიაციო ქარხნის მთავარი მენეჯერი უკრაინისთვის საიდუმლო სამხედრო ინფორმაციის გადაცემის ბრალდებით დააკავეს

13/09/2022 07:36:23 მსოფლიო

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (ФСБ) რუსული საავიაციო ქარხნის მთავარი მენეჯერი უკრაინისთვის საიდუმლო სამხედრო ინფორმაციის გადაცემის ბრალდებით დააკავა, – იუწყება Reuters.

ФСБ–ს ცნობით, ეჭვმიტანილის წინააღმდეგ საქმე ღალატის ბრალდებით აღძრა.

როგორც ФСБ აცხადებს, მამაკაცი ეჭვმიტანილია რუსეთის მოიერიშე თვითმფრინავების აღჭურვილობის ფოტოების გადაღებასა და შემდეგ უკრაინის მოქალაქისთვის გაგზავნაში, რომელიც უკრაინის საავიაციო ქარხანაში მუშაობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S