Accentnews.ge
"უკრაინამ კონტრშეტევის დროს მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია"

"უკრაინამ კონტრშეტევის დროს მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია"

13/09/2022 06:23:41 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ უკრაინის კონტრშეტევა ახალი დაწყებულია, მაგრამ უკრაინულმა ძალებმა უკვე მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს.

"ის, რაც მათ გააკეთეს, მეთოდურადაა დაგეგმილი და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღო შეერთებული შტატებისა და მრავალი სხვა ქვეყნისგან ამ კონტრშეტევის გასაგრძელებლად უკრაინის საჭირო აღჭურვილობით უზრუნველყოფის თვალსაზრისით", - განაცხადა ბლინკენმა მექსიკაში პრეს–კონფერენციის დროს.

მიუხედავად ამისა, სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ პროგნოზების გაკეთება, რა შედეგით დასრულდება შეტევა, ჯერ ნაადრევია.

11 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ ხარკოვის ოლქში გათავისუფლებულია 3000 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია. უკრაინამ ნახევარი წლის წინ დაკარგული კონტროლი დაიბრუნა სხვადასხვა, მათ შორის –იზიუმის და ბალაკლეის რაიონებზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 10 სექტემბერს დაადასტურა ბალაკლეის და იზიუმის რაიონებიდან ჯარების გაყვანა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში, რასაც ოფიციალურად უწოდა "გადაჯგუფება" დონეცკის მიმართულებით "ძალისხმევის გასაძლიერებლად".

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის "ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" (ISW) ექსპერტთა შეფასებით, ხარკოვის ოლქში უკრაინის არმიის ბოლოდროინდელმა, წარმატებულმა კონტრშეტევამ ბოლო მოუღო პერსპექტივას, რომ რუსეთი მიაღწევს ადრე გამოცხადებულ მიზნებს - სრულ კონტროლს დონეცკის და ლუგანსკის ოლქებზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S