რუსეთის სარდლობამ უკრაინაში ახალი ნაწილების გამოგზავნა „შეაჩერა“ - უკრაინის გენშტაბი
12/09/2022 18:05:01 მსოფლიო
რუსეთის სარდლობამ შეწყვიტა ფორმირებული ნაწილების გაგზავნა უკრაინაში, – იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 12 სექტემბრის საღამოს.
„რუსეთის ფედერაციის სამხედრო სარდლობა აჩერებს უკრაინის ტერიტორიაზე ახალი, უკვე ჩამოყალიბებული ნაწილების გაგზავნას. ოპერაციების თეატრში არსებულმა ვითარებამ და უმაღლესი სარდლობისადმი უნდობლობამ აიძულა მოხალისეთა დიდმა ნაწილი, კატეგორიული უარი ეთქვა საბრძოლო პირობებში სამსახურის პერსპექტივაზე“, - ნათქვამია მოხსენებაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ვითარებას ამძიმებს რუსეთში დაჭრილი სამხედროებისადმი დამოკიდებულება: „რუსეთის საავადმყოფოებში დიაგნოზები და საბრძოლო დაზიანებების ხასიათი მიზანმიმართულად მარტივდება, დრო არ არის გათვალისწინებული რეაბილიტაციისთვის, რათა სამხედრო პერსონალი სწრაფად დააბრუნონ საბრძოლო ზონაში“.
გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება, რომ რუსული დაბომბვის შედეგად დაზიანდა ხარკოვის, ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქის რამდენიმე დასახლებული პუნქტის ინფრასტრუქტურა – სამხედრო და სამოქალაქო ობიექტები.
უკრაინის სარდლობის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოიგერია რუსული ჯარების თავდასხმები მაიორსკის, ნიკოლაევკა II-ის, ბახმუტის, კრასნოგოროვკას, მარინკასა და ნოვომიხაილოვკას რაიონებში:
„დღის განმავლობაში, სახმელეთო ჯგუფების მოქმედებების მხარდასაჭერად, თავდაცვის ძალების ავიაციამ შვიდი დარტყმა განახორციელა - დაარტყა ხუთ საყრდენ პუნქტს და ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის კონცენტრაციის ადგილს, განადგურდა მტრის საჰაერო თავდაცვის ტექნიკის ორი პოზიცია“.
სარდლობის ცნობით, დეოკუპირებულ ტერიტორიებზე წმენდა მიმდინარეობს. უკრაინის შგენტაბი გამოდის გაფრთხილებით ნაღმების არსებობის და ამ მხრივ მაღალი რისკის შესახებ:
„უკრაინელი სამართალდამცავები აღრიცხავენ რუსული ჯარის სამხედრო დანაშაულებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ აიცილონ ჰუმანიტარული კატასტროფა, რომელიც მტრის მუდმივი დაბომბვის, სარაკეტო და საჰაერო დარტყმების, ელექტროენერგიის, საკვებისა და მედიკამენტების ნაკლებობის შედეგია“.


