Accentnews.ge
კადიროვი მისი „პოსტების“ არააქტუალურობამ შეაშფოთა

კადიროვი მისი „პოსტების“ არააქტუალურობამ შეაშფოთა

12/09/2022 16:34:05 კავკასია

ჩეჩნეთში პედაგოგებს რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის რამზან კადიროვის „პოსტების“ ქვეშ პოზიტიური კომენტარების დაწერა დაავალეს. ეს მას შემდეგ, რაც კადიროვმა შენიშნა, რომ "სოციალურ ქსელებში აქტიურობა გაქრა", - იუწყება Кавказ.Реалии რესპუბლიკის განათლების სისტემაში წყაროებზე დაყრდნობით.

"ჩვენ უნდა განვაახლოთ თანამშრომელთა თქვენს მიერ მოწოდებული სიები. შესაბამისი წერილი უკვე გაიგზავნა. ბევრს ყველა თანამშრომელი არ ჰყავს ჩართული. არის შემთხვევები, როდესაც „ინსტაგრამზე“ მეტსახელები და ტელეგრამის ID-მისამართები დუბლირებულია", – ციტირებს რედაქცია ერთ–ერთ გზავნილს.

გროზნოს რაიონის ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა ჟურნალისტებს უამბო, რომ ყველა თანამშრომელი ვალდებულია, 19 სექტემბრამდე შექმნას „ინსტაგრამისა“ და „ტელეგრამის“ ანგარიშები, შეავსოს ელექტრონული ფორმა. ამის შემდეგ აუცილებელია, გამოხატოს „რეაქცია“ [მითითებულ პოსტზე] დაწეროს კომენტარები და ანგარიშები შეადგინოს განათლების რაიონული განყოფილებებისთვის.

შესაბამისი მითითებები რედაქციას ჩეჩნეთის შსს-ს თანამშრომელმაც მიაწოდა. მისი თქმით, „სოციალურ ქსელებში აქტიურობა“ განყოფილების ყველა თანამშრომელს რამდენიმე თვის წინ დაევალა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთში ყურადღება მიაქციეს "გულგრილ" მაცხოვრებლებს, რომლებიც არ ავლენენ რეჟიმისადმი ლოიალობას და იმავდროულად, არც ეწინააღმდეგებიან. რამზან კადიროვმა ამ კატეგორიას "ყველაზე საშიში" უწოდა. ყველაზე ხშირად, საუბარია ახალგაზრდებზე. „კავკაზის“ მიერ გამოკითხული უფლებადამცველები. რეალობა მიუთითებს, რომ ამ გზით კადიროვი აძლიერებს რესპუბლიკაში პირადი ძალაუფლების რეჟიმს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S