Accentnews.ge
მსოფლიოში 50 მილიონი ადამიანი მონობაში იმყოფება - ILO

მსოფლიოში 50 მილიონი ადამიანი მონობაში იმყოფება - ILO

12/09/2022 15:57:31 მსოფლიო

გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ თანამედროვე მონობის შესახებ შემაშფოთებელი ანგარიში გამოაქვეყნა.

მკვლევარების შეფასებით, მსოფლიოში ამჟამად თითქმის 28 მილიონი ადამიანი მონურ შრომაშია ჩართული, კიდევ 22 მილიონი იძულებით ქორწინებაში იმყოფება. ეს არის დედამიწის ყოველი 150-ე მცხოვრები.

გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს 10 მილიონით აღემატება წინა ანგარიშის მონაწემებს, რომელიც 2017 წელს გამოქვეყნდა. ანგარიშში, რომელიც გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ მოამზადა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და Walk Free-თან ერთად, რომელიც ებრძვის ადამიანებით ვაჭრობას, ნათქვამია, რომ მონური შრომა და იძულებითი ქორწინება გვხვდება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, გარდა ყველაზე განვითარებულებისა.

მონური შრომის 52% ფიქსირდება საშუალო და საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში.თანამედროვე მონების უმეტესობა დასაქმებულია ქარხნებში, მშენებლობასა და სოფლის მეურნეობაში. ასევე არიან არალეგალი შინამოსამსახურეები ან ექვემდებარებიან სექსუალურ ექსპლუატაციას.

თანამედროვე მონებს შორის 3,3 მილიონი ბავშვია და მათგან დაახლოებით ნახევარი იძულებით მუშაობს სექს–მუშაკად.

დაახლოებით 22 მილიონი ადამიანი დაქორწინებულია მათი ნების საწინააღმდეგოდ, მათგან ორი მესამედი ქალი და გოგოა. იძულებითი ქორწინებაში მაღალია ძალადობის, სექსუალური ექსპლუატაციისა, აუნაზღაურებელი იძულებითი სამუშაოს რისკი.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში მონობის შემთხვევების ზრდა დაკავშირებულია მსოფლიოში გაუარესებულ ეკონომიკურ მდგომარეობასთან – COVID-19 პანდემიის, კლიმატის ცვლილებისა და ენერგეტიკული კრიზისის გამო, რამაც გამოიწვია სიღარიბის ზრდა. მოსახლეობის გაღატაკება აიძულებს ადამიანებს, მიიღონ საეჭვო სამუშაო შეთავაზებები, გახდნენ არალეგალი მიგრანტები და ოჯახის ახალგაზრდა წევრები თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ „გაყიდონ“ ქორწინებაში, რათა გამოკვებოს ოჯახი ან ვალები გადაიხადოს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S