ყირიმში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
12/09/2022 15:29:45 მსოფლიო
რუსულმა ტელეგრამ–არხებმა გამოაქვეყნეს ფოტოები და ვიდეოები რუსული სამხედრო თვითმფრინავის სუ-34-ის ჩამოვარდნის ადგილიდან.
12 სექტემბერს, «Военный Осведомитель» -ის არხმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ჩანს თვითმფრინავის ნარჩენები და რუსული სამხედრო ტექნიკა.
არსებული ცნობებით, თვითმფრინავი „ხერსონის რაიონში საჰაერო თავდაცვის რაკეტამ“ დააზიანა. დაზიანებულმა თვითმფრინავმა ყირიმამდე მიაღწია, სადაც ჩამოვარდა.
ამ დროისთვის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
11 სექტემბერს, დილით რუსული წყაროებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრასნოპერეკოპსკთან რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ორმა პილოტმა კატაპულტირება შეძლო.


