Accentnews.ge
უკრაინის მოსაზღვრე რუსული რეგიონის რამდენიმე ქალაქში ისმის აფეთქებების ხმები

უკრაინის მოსაზღვრე რუსული რეგიონის რამდენიმე ქალაქში ისმის აფეთქებების ხმები

12/09/2022 15:09:26 მსოფლიო

როსტოვის ოლქის რამდენიმე ქალაქის მაცხოვრებლებმა აფეთქების მსგავსი ხმა გაიგეს, – იუწყება ადგილობრივი გამოცემა 161.RU მკითხველთა შეტყობინებებსა და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ცობებზე დაყრდნობით. ინფორმაციას TheInsider-ის წყაროებიც ადასტურებენ.

მანძილი უკიდურეს წერტილებს შორის, სადაც აფეთქებების ხმა ისმოდა - თითქმის 200 კილომეტრია - ჩრდილოეთით ნოვოშახტინსკიდან სამხრეთით იეისკამდე, – წერს 161.RU.

მკითხრელების ცნობით, აფეთქებების შედეგად ღობეები ირყეოდა, ხოლო სოფელ ფეშკოვოს მიდამოებში სამ–ოთ ლოკაციაზე შეამჩნიეს შავი კვამლი.

გამოცემა Baza, თვითმხილველების ფოტოებსა და ვიდეოებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ტაგანროგში საჰაერო თავდაცვის სისტემა მოქმედებს და შავი კვამლი ჩანს სოფელ ჩალტირთან (როსტოვიდან დაახლოებით 20 კილომეტრში). ჩამოგდებულ რაკეტაზე წერს პრორუსული სეპარატისტული რაზმების ყოფილი მეთაური იგორ სტრელკოვი (გირკინი).

როსტოვის რეგიონის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მთავარი სამმართველოს პრესსამსახურში 161.ru-ს განუცხადეს, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია აფეთქებების ან სხვა საგანგებო სიტუაციების შესახებ.

რეგიონის ხელისუფლება ვითარებაზე კომენტარს არ აკეთებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S