Accentnews.ge
აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი: "მიმდინარე წელს ბაქო ევროპაში გაზის ექსპორტს 30%–ით გაზრდის"

აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი: "მიმდინარე წელს ბაქო ევროპაში გაზის ექსპორტს 30%–ით გაზრდის"

12/09/2022 11:53:08 მსოფლიო

მიმდინარე წელს ბაქო ევროპაში გაზის ექსპორტს 30%–ით გაზრდის, – ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა განაცხადა.

მისი თქმით, 2022 წლის პირველირვა თვის განმავლობაში ბაქომ ევროპას 7.3 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი მიაწოდა.

"ევროპისთვის მიწოდებული [გაზის] სრული მოცულობა 2022 წელს გაუტოლდება 12 მილიარდ კუბურ მეტრს - რაც, 2021 წელთან შედარებით, წარმოადგენს 31–%–იან ზრდას", - აცხადებს შაჰბაზოვი.

7 სექტემბერს ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოვიდა წინადადებით, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ზედა ზღვარი უნდა დაუწესონ რუსეთიდან იმპორტირებული გაზის ფასს. მოგვიანებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მიწოდებას შეუწყვეტს ყველა ქვეყანას, რომელიც ნავთობის ან გაზის ექსპორტზე ფასის ზედა ზღვარს შემოიღებს.

ივლისში ევროკავშირმა და ბაქომ გააფორმეს ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის თანახმად, აზერბაიჯანი 2027 წლამდე გაზის იმპორტს გააორმაგებს, სულ მცირე წელიწადში 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე. ეს შეთანხმება ასევე ითვალისწინებს გაზის სამხრეთის დერეფნის გაფართოებას, რომელიც გადის აზერბაიჯანზე, საქართველოზე, თურქეთსა და საბერძნეთზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S