Accentnews.ge
კრემლის რეაქცია უკრაინის წარმატებულ კონტრშეტევაზე

კრემლის რეაქცია უკრაინის წარმატებულ კონტრშეტევაზე

12/09/2022 10:59:58 მსოფლიო

კრემლში ეხმიანებიან უკრაინის წარმატებულ კონტრშეტევას და აღნიშნავენ, რომ რუსეთი დასახულ მიზნებს მაინც მიაღწევს.

"რუსეთი მიაღწევს უკრაინაში მიმდინარე სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს", – განაცხადა კრემლის პრეს–სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

პესკოვს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, გეგმავს თუ არა რუსეთი საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებას სამხედრო კამპანიის მხარდასაჭერად, თუმცა კრემლის პრეს–სპიკერმა ​კითხვა უპასუხოდ დატოვა.

11 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ ხარკოვის ოლქში გათავისუფლებულია 3000 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია. უკრაინამ ნახევარი წლის წინ დაკარგული კონტროლი დაიბრუნა სხვადასხვა, მათ შორის –იზიუმის და ბალაკლეის რაიონებზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 10 სექტემბერს დაადასტურა ბალაკლეის და იზიუმის რაიონებიდან ჯარების გაყვანა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში, რასაც ოფიციალურად უწოდა "გადაჯგუფება" დონეცკის მიმართულებით "ძალისხმევის გასაძლიერებლად".

ბრიტანული დაზვერვის სამსახურის მიერ დღეს გავრცელებული მონაცემების თანახმად, უკრაინული ძალების წარმატებული კონტრშეტევის გამო რუსეთი იძულებული გახდა, ხარკოვის რეგიონიდან ჯარები გაეყვანა.

"რუსეთმა სავარაუდოდ, გასცა ბრძანება, გაიყვანოს ძალები ხარკოვის ოლქის მთელი ოკუპირებული ტერიტორიიდან. აღნიშნულს მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა აქვს რუსეთის საერთო ოპერაციულ გეგმაზე. რუსული ძალების ისედაც შერყეული ნდობა რუსეთის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის მიმართ სავარაუდოდ, კიდევ უფრო შემცირდება", – აცხადებს ბრიტანული დაზვერვა.

მისი ცნობით, ხარკოვის მიმართულებით უკრაინამ დაახლოებით, 3000 კვ.კმ-ის ფართობის ტერიტორია გაათავისუფლა.

რაც შეეხება ხერსონის მიმართულებით არსებულ ვითარებას, რუსეთს უჭირს საკმარისი რეზერვების მობილიზება მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდინარე დნეპროს გავლით.

"ერთგავარი მცურავი ხიდი, რომლის აგებაც რუსებმა ცოტა ხნის წინ დაიწყეს, კვლავ დაუსრულებელია", – აცხადებს უწყება.

შეგახსენებთ, რომ ხსენებული ხიდის აშენება რუსულმა ძალებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც უკრაინამ მდინარე დნეპროზე გადასასვლელი ხიდები დაბობმა. აღნიშნულის შედეგად რუსულ ძალებს რეგიონში საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის შეტანა უჭირთ.

"უკრაინული ძალები შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით ახლა ალბათ, ისე ხშირად ურტყამენ დნეპროს გადასასვლელებს, რომ რუსეთს არ შეუძლია, დაზიანებული ხიდების შეკეთება", – დასძენს უწყება.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის "ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" (ISW) ექსპერტთა შეფასებით, ხარკოვის ოლქში უკრაინის არმიის ბოლოდროინდელმა, წარმატებულმა კონტრშეტევამ ბოლო მოუღო პერსპექტივას, რომ რუსეთი მიაღწევს ადრე გამოცხადებულ მიზნებს - სრულ კონტროლს დონეცკის და ლუგანსკის ოლქებზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S