მედვედევი: "მოსკოვის მოხთოვნა, კიევის რეჟიმის კაპიტულაციაა რუსეთის პირობებით"
12/09/2022 09:13:28 მსოფლიო
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ უკრაინისადმი მოსკოვის მოხთოვნა, "კიევის რეჟიმის კაპიტულაციაა რუსეთის პირობებით".
"ზელენსკიმ განაცხადა, რომ იგი არ აპირებს დიალოგს მათთან, ვინც ულტიმატუმებს აყენებს. მან იცის რუსეთის მომავალი მოთხოვნები, ესაა კიევის რეჟიმის სრული კაპიტულაცია რუსეთის პირობებით“, – წერს მედვედევი ტელეგრამ–არხზე.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დღეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკება შეუძლებელია, რადგან რუსეთის მხრიდან კონსტრუქციულობის ვერანაირ სურვილს ვერ ხედავს. ზელენსკის თქმით, მისი პრინციპია, არ ელაპარაკოს არავის, ვინც ულტიმატუმებს აყენებს.


