რომის პაპი ყაზახეთში მიემგზავრება
12/09/2022 09:09:04 მსოფლიო
რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ 13 სექტემბერს იწყება მისი სამდღიანი ვიზიტი ყაზახეთში მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების მეთაურთა შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად.
„ეს იქნება შესაძლებლობა, შევხვდე უამრავ რელიგიურ წარმომადგენელს და ჩავერთოთ დიალოგში, როგორც [შეესაბამება] ძმებს, რომლებსაც ამოძრავებთ მშვიდობის საერთო სურვილი – მშვიდობა, რომელიც ჩვენს სამყაროს სწყურია“, - თქვა რომლის პაპმა.
ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრავალმხრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორის დიდარ ტემენოვის თქმით, წელს კონგრესი 100-მდე მონაწილეს უმასპინძლებს 50 ქვეყნიდან.


