
ამინდის 13–14 სექტემბრის პროგნოზი
12/09/2022 09:02:47 საზოგადოება
სინოპტიკოსები 13–14 სექტემბერს საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13 სექტემბერს, დასავლეთ საქართველოში, ხოლო 14 სექტემბერს საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.