Accentnews.ge
კადიროვი – ხარკოვში რუსული არმიის უკან დახევის შემდეგ: "ჩეჩნეთის ელიტური მებრძოლები, რომლებიც პუტინის დავალებით ისვენებდნენ, ახლა ბრძოლის წინა ხაზზე დაბრუნდნენ"

კადიროვი – ხარკოვში რუსული არმიის უკან დახევის შემდეგ: "ჩეჩნეთის ელიტური მებრძოლები, რომლებიც პუტინის დავალებით ისვენებდნენ, ახლა ბრძოლის წინა ხაზზე დაბრუნდნენ"

12/09/2022 08:17:28 მსოფლიო

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი ირწმუნება, რომ უკრაინაში „მოწინავე ხაზზე“ დაბრუნდნენ ჩეჩნეთის „ელიტური მებრძოლები“.

„ძვირფასმა ძმამ, რუსეთის გმირმა, დუმის დეპუტატმა ადამ დელიმხანოვმა, რომელიც სათავეში უდგას ქვედანაყოფებს ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან, დაიწყო სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამოცანების შესრულება უკრაინის ტერიტორიაზე და დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში. უკრაინელი ფაშისტების მიერ ოკუპირებული მარიუპოლის, სევეროდონეცკის, ლისიჩანსკის, პოპასნაიას და სხვა ქალაქების გათავისუფლების შემდეგ, ელიტური მებრძოლები უმაღლესი მთავარსარდლის (პუტინის) დავალებით ისვენებდნენ, ახლა კი, წინა ხაზზე დაბრუნდნენ ახალი ძალებით", – წერს კადიროვი ტელეგრამ-არხზე.

კადიროვი „საუკეთესო შედეგების“ პირობას დებს და უკრაინელებს მიმართავს, „თეთრი ქსოვილი“ გაამზადონ.

11 სექტემბერს კადიროვმა უკმაყოფილება გამოთქვა უკრაინის ხარკოვის ოლქიდან რუსეთის სამხედრო ძალების უკან დახევის გამო.

უკრაინის არმიამ სექტემბრის პირველი დღეებიდან დაიწყო კონტრშეტევა ხარკოვის ოლქში, რუსეთის მიერ კონტროლირებულ რაიონებში. 11 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ გათავისუფლებულია 3000 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია. უკრაინამ ნახევარი წლის წინ დაკარგული კონტროლი დაიბრუნა სხვადასხვა პუნქტებზე, მათ შორის, იზიუმის და ბალაკლეის რაიონებზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 10 სექტემბერს დაადასტურა ბალაკლეის და იზიუმის რაიონებიდან ჯარების გაყვანა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში, რასაც ოფიციალურად უწოდა "გადაჯგუფება" დონეცკის მიმართულებით "ძალისხმევის გასაძლიერებლად".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S