Accentnews.ge
ბაიდენის შვილი „ბი ეიჩ ერ"-ის დირექტორთა საბჭოს ტოვებს

ბაიდენის შვილი „ბი ეიჩ ერ"-ის დირექტორთა საბჭოს ტოვებს

14/10/2019 05:41:59 სხვა, მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილი ჰანტერ ბაიდენი ჩინური კომპანია „ბი ეიჩ ერის“ დირექტორთა საბჭოს ტოვებს. ჰანტერ ბაიდენის ადვოკატის თქმით, ჰანტერი ბიზნესს დამოუკიდებლად, მამის გავლენების გარეშე აწარმოებდა, თუმცა აცნობიერებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მამამისი პრეზიდენტი გახდება, ეს ინტერესთა კონფლიქტს გამოიწვევს, ამიტომ დირექტორთა საბჭოს ტოვებს.

შეგახსენებთ, ჰანტერ ბაიდენმა 2019 წლის აპრილში, ხუთწლიანი მუშაობის შემდეგ უკრაინული კომპანია „ბურისმა ჰოლდინგი“ დატოვა. ეს სწორედ ის კომპანიაა, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 25 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტთან გამართულ სატელეფონო საუბარისას დაინტერესდა და უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდა, გამოძიება დაეწყო. ამ სატელეფონო საუბრის გამო აშშ-ში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S