
მსახიობი მიშა გომიაშვილი გარდაიცვალა
12/09/2022 06:32:15 საზოგადოება
კინოსა და თეატრის მსახიობი მიშა გომიაშვილი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მსახიობის მეგობრები ავრცელებენ.
მიხეილ გომიაშვილი დაიბადა 1961 წლის 23 მარტს. 1986 წელს დაასრულა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1994 წლიდან შედიოდა მარჯანიშვილის თეატრის სამსახიობო დასში. მიღებული აქვს „ოქროს ნიღბის“ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გრან-პრი სპექტაკლებში „მამა“ და „ART-ხელოვნება“.