Accentnews.ge
დღეიდან რუსეთის მოქალაქეები ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო რეჟიმით ვეღარ ისარგებლებენ

დღეიდან რუსეთის მოქალაქეები ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო რეჟიმით ვეღარ ისარგებლებენ

12/09/2022 05:24:36 მსოფლიო

დღეიდან ოფიციალურად ამოქმედდა ევროკავშირის გადაწყვეტილება, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების შეჩერების შესახებ.

რუსეთის მოქალაქეები გამარტივებული სავიზო რეჟიმით ბოლო 15 წლის განმავლობაში სარგებლობდნენ, დღეიდან კი, ისევ მოუწევთ ვიზის მისაღებად დამატებითი დოკუმენტების წარდგენა, გაცილებით ხანგრძლივი, თვე-ნახევრიანი პროცედურის გავლა და სავიზო მოსაკრებლის სახით 35-ის ნაცვლად, 80 ევროს გადახდა.

შეთანხმება ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ 2007 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდა. ევროკავშირმა შეთანხმება უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო შეაჩერა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S