
სირიელი ქურთები ასადის მთავრობას შეუთანხმდნენ
14/10/2019 05:33:11 სხვა, მსოფლიო
სირიელი ქურთები ასადის მთავრობას ჩრდილოეთ რეგიონში სამთავრობო ძალების გაგზავნის შესახებ შეუთანხმდნენ, რათა მათ თურქეთის სამხედრო ოპერაციის შეჩერება შეძლონ.
სირიის სახელმწიფო მედია კი უკვე იტყობინება, რომ სირიის სამთავრობო ძალები კონფლიქტის ზონაში არიან განლაგებული.
თურქეთის სამხედრო ოპერაცია, რომელიც გასულ კვირას დაიწყო, ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ არის მიმართული, რასაც ათობით მშვიდობიანი მოქალაქე და მებრძოლი შეეწირა.
შეგახსენებთ, სირიის ჩრდილოეთ რეგიონს ქურთული ძალები აკონტროლებენ. მათ ოფიციალური ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს, თუმცა ისინი ამერიკის მთავარი მოკავშირეები იყვნენ ე.წ ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში.
შეგახსენებთ იმასაც, რომ უკვე რამდენიმე დრეა, თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო.
ამერიკამ ჩრდილოეთ სირიიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.