ზელენსკი რუსებს: ჩვენთვის სიცივე, შიმშილი ისეთივე საშინელი არაა, როგორიც თქვენთან მეგობრობა
12/09/2022 05:07:23 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთს მიმართა.
ის გამოეხმაურა რუსი ოკუპანტების მიერ ხარკივის თბოელექტროსადგურზე იერიშს.
"უკუნ სიბნელეშიც კი უკრაინა და ცივილიზებული სამყარო თვალნათლივ ხედავენ ამ ტერორისტულ აქტებს, რომელიც რუსეთმა დღეს მიიტანა უკრაინის თბოელექტროსადგურებზე.
ისევ გგონიათ, რომ ჩვენ ერთი ხალხი ვართ, კიდევ ფიქრობთ, რომ შეგვაშინებთ, დაგვაჩოქებთ, დაგვარწმუნებთ დათმობაზე? მართლა ვერაფერი გაიგეთ, ვერ გაიგეთ ვინ ვართ, რისთვის ვართ და რაზე ვსაუბრობთ?
გაზის გარეშე თუ უთქვენოდ? - უთქვენოდ;
სინათლის გარეშე თუ უთქვენოდ? - უთქვენოდ;
წყლის გარეშე თუ უთქვენოდ? - უთქვენოდ;
საჭმლის გარეშე თუ უთქვენოდ? - უთქვენოდ.
ჩვენთვის სიცივე, შიმშილი, სიბნელე და წყურვილი ისეთივე საშინელი და მომაკვდინებელი არ არის, როგორიც თქვენთან მეგობრობა და ძმობა. მაგრამ ისტორია ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს და ჩვენ ვიქნებით გაზით, დენით, წყლით და საკვებით და უთქვენოდ!", - განაცხადა ზელენსკიმ.
11 სექტემბერს ოკუპანტებმა ხარკივის ერთ-ერთ უმსხვილეს თბოელექტროსადგურზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ხარკივს წყალი და ელექტროენერგია არ მიეწოდება


