"უკრაინული ძალების კონტრშეტევის გამო, რუსები ლუგანსკის ოლქს მასობრივად ტოვებენ"
11/09/2022 19:22:07 მსოფლიო
უკრაინული ძალების კონტრშეტევის გამო, რუსები ლუგანსკის ოლქს მასობრივად ტოვებენ. ამის შესახებ უკრაინული მედია ლუგანსკის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სერგეი გაიდაიზე დაყრდნობით წერს.
გაიდაის ინფორმაციით, გამშვებ პუნქტთან 12-კილომეტრიანი საავტომობილო რიგია. მისივე თქმით, ანალოგიური სიტუაციაა სვატოვოშიც.
„გენშტაბის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ნაჩქარევად დატოვეს დასახლებული პუნქტი ოთხი სატვირთო ავტომობილით, დასახლებული პუნქტიდან გავიდა 20 ჯავშანტექნიკა და 20-ზე მეტი მსუბუქი ავტომობილი“, – წერს გაიდაი „ტელეგრამში“.


