
"აშშ თურქეთს მკაცრ სანქციებს უმზადებს"
14/10/2019 04:46:06 სხვა, მსოფლიო
აშშ–ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია თურქეთისთვის მკაცრი ეკონომიკური სანქციების დაწესებისთვის ემზადება,– იუწყება „როიტერი“.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ თურქეთის ოპერაციის საპასუხოდ სამხედრო ძალის გამოყენებას აშშ-ში არ განიხილავენ და არც არასდროს განიხილავდნენ.
„ხაზინის დეპარტამენტი მზად არის. ამას დიდი შედეგი მოჰყვება. თურქეთმა ეს მოითხოვა“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, აშშ-ი თურქეთს მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს მიმდინარე კვირაში დაუწესებს.