Accentnews.ge
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი: უკრაინაში რუსეთის შეჭრა კრახად გამოიყურება

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი: უკრაინაში რუსეთის შეჭრა კრახად გამოიყურება

09/09/2022 11:27:58 მსოფლიო

ომის მეშვიდე თვეს უკრაინაში რუსეთის შეჭრა კრახად გამოიყურება, - განაცხადა დღეს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა უილიამ ბერნსმა.

მან მაგალითად ხარკოვისა და ხერსონის ოლქებში უკრაინელების წარმატებული კონტრშეტევა მოიყვანა და განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინმა "უდიდესი შეცდომა დაუშვა, როცა უკრაინელების სიმამაცე და სამხედრო პოტენციალი სათანადოდ ვერ შეაფასა".

"მიუხედავად იმისა ომისა, რომ ომის ბოლო თავი ჯერ დაწერილი არ არის, ძალზე რთულია, პუტინისთვის კამპანიის მიმდინარეობა სხვაგვარად შეაფასო, თუ არა კრახად. ერთ-ერთი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ პუტინი გარშემორტყმულია მრჩევლებით, რომლებიც მზად არ არიან, მას ალტერნატიული თვალსაზრისი შესთავაზონ" - განაცხადა ბერნსმა.

მისივე თქმით, რუსეთის ლიდერი ელოდა, რომ უკრაინელების მხარდაჭერის კუთხით ევროპელების ერთიანი ძალისხმევა მალე ამოიწურებოდა, ხოლო ამერიკელების ყურადღება სხვა პრობლემებზე იქნებოდა გადატანილი, თუმცა მწარედ შეცდა.

"ამჟამად პუტინი გათვლას იმაზე იკეთებს, რომ მას მეტი მედეგობა გააჩნია, ვიდრე უკრაინელებს, ევროპელებსა და ამერიკელებს და ამით იგივე შეცდომას იმეორებს, რომელიც ომის დაწყებამდე დაუშვა. ამჯერად შეცდომას შორსმიმავალი შედეგები ექნება, რადგან ომმა აჩვენა არამარტო რუსეთის ჯარის სისუსტე, არამედ ისიც, რომ მან გრძელვადიანი ზიანი მიაყენა რუსულ ეკონომიკასა და არაერთ მომავალ თაობას" - დასძინა ბერნსმა.

ცნობისთვის: 8 სექტემბერს აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შემადგენლობა განასაჯაროვა. კიევი, კერძოდ, მიიღებს ჰაუბიცებს, მართვად რაკეტებს, ჭურვებს, ჟავშანსაწინააღმდეგო შეიარაღებასა და ავტომობილებს. სამხედრო დახმარების მოცულობა 675 მილიონ დოლარს შეადგენს.

უკრაინელების კონტრშეტევის შედეგად ხარკოვის სიახლოვეს გათავისუფლებულია ქალაი ბალაკლეა. ბოლო მონაცემებით, უკრაინელი სამხედროები მიუახლოვდნენ ქალაქ კუპიანსკს, რომელიც მანამდე ფრონტის ხაზიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში იყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S