Accentnews.ge
თურქეთის ვაჭრობის მინისტრი: "ვაპირებთ, ხელი მოვაწეროთ საქართველოსთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფართოების პროტოკოლს"

თურქეთის ვაჭრობის მინისტრი: "ვაპირებთ, ხელი მოვაწეროთ საქართველოსთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფართოების პროტოკოლს"

09/09/2022 08:08:11 პოლიტიკა, ეკონომიკა

"ვაპირებთ, ხელი მოვაწეროთ საქართველოსთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფართოების პროტოკოლს", ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრმა მეჰმედ მუშმა თბილისში მიმდინარე ფორუმზე სახელწოდებით "დიაგონალური კუმულაცია საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის – სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობები“ განაცხადა.

მისი თქმით, ახალი შეთანხება გააძლიერებს საქართველო-თურქეთის ურთიერთობებს:

„დღეს ჩემთან ერთად არიან უმსხვილესი ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენციას დაესწრება 100-მდე თურქი ბიზნესმენი. ეს იქნება მასშტაბური ღონისძიება გრძელვადიანი გეგმებისთვის. 2022 წლის აგვისტოსთვის ჩვენი ორმხრივი ვაჭრობა გაიზარდა 15 პროცენტზე მეტით და მიაღწია ორ მილიარდ დოლარს. ამჟამად თურქეთი არის პირველი უმსხვილესი ინვესტორი საქართველოში. მე გავაგრძელებ ჩვენი კომპანიებისთვის მოწოდებას, რომ ჩადონ ინვესტიციები საქართველოს ნათელ მომავალში".

მან მადლობა გადაუხადა საქართველოს ვიცე-პრემიერ, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს ფორუმზე მოწვევისთვის და აღნიშნა, რომ ორივე ქვეყნის ხელისუფლება თავის დროსა და ენერგიას არ იშურებს, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს საქართველო-თურქეთს შორის მაღალი დონის ურთიერთობები:

"ჩვენ საქართველოსთან შესანიშნავი პოლიტიკური და სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს. ორივე ქვეყნის ხელისუფლება თავის დროსა და ენერგიას უძღვნის, რათა კიდევ უფრო გააძლიეროს მაღალი დონის ურთიერთობების. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, როგორიცაა ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ტრანზიტული სატრანსპორტო მიმოსვლის გააქტიურების გადაწყვეტილება“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S