Accentnews.ge
მედია– აშშ-მა რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატების გადაზიდვის გამო 4 ირანული კომპანია დაასანქცირა

მედია– აშშ-მა რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატების გადაზიდვის გამო 4 ირანული კომპანია დაასანქცირა

09/09/2022 06:49:28 მსოფლიო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთში ირანული უპილოტო საფრენი აპარატების გადაზიდვის გამო 4 ირანულ კომპანიას სანქციები დაუწესა, - იუწყეება Reuters.

ამერიკის შეერთბული შტატების ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ირანსა და რუსეთს შორის ფრენების კოორდინირებას თეირანში მოქმედი კომპანია უწევდა.

არსებული ინფრმაციით უპილოტო საფრენი აპარატების გარდა, ირანიდან რუსეთში პერსონალისა და შესაბამისი აღჭურვილობის ტრანსპორტირებაც ხდებოდა. ირანული "დრონების" გამოყენებას რუსეთი უკრაინაში აპირებს.

აგვისტოში გავრცელდა ცნობები, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის ირანისგან შეიძინა უპილოტო საფრენი აპარატები. მოგვიანებით ეს პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამაც დაადასტურა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S