Accentnews.ge
ბაიდენმა მოკავშირეებთან უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხი განიხილა

ბაიდენმა მოკავშირეებთან უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხი განიხილა

09/09/2022 06:32:09 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ევროპელ და იაპონელ კოლეგებთან და ნატო-ს ხელმძღვანელებთან უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე ვიდეოკონფერენცია გამართა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა უკრაინის მუდმივი საერთაშორისო მხარდაჭერის, მათ შორის, სამხედრო და ეკონომიკური დახმარების მნიშვნელობას და რუსეთზე მუდმივი ზეწოლის აუცილებლობას, რათა მან პასუხი აგოს აგრესიისთვის.

"მხარეეებმა განიხილეს რუსეთის მიერ ენერგორესურსების იარაღად გამოყენების საკითხიც და შემდგომი კოორდინაცია ენერგომატარებლებით ევროპის მდგრადი უზრუნველყოფის მიზნით", აცხადებს თეთრი სახლი.

ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობდნენ კანადის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის და იაპონიის პრემიერ-მინისტრები, გერმანიის კანცლერი, პოლონეთის და რუმინეთის პრეზიდენტები, საფრანგეთის და ევროკავშირის წარმომადგენლები და ნატო–ს გენერალური მდივანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S