Accentnews.ge
საქართველოს პირველმა პირებმა ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს

საქართველოს პირველმა პირებმა ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს

08/09/2022 19:26:57 საზოგადოება

საქართველოს პირველმა პირებმა დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს.

„მისმა უდიდებულესობა დედოფალმა ელისაბედ მეორემ საკუთარი სიცოცხლე მიუძღვნა საკუთარ ხალხს, მის ერსა და ერთა თანამეგობრობას. ის იყო შემართებისა და დემოკრატიული ღირებულებების ერთგულებისა და ღირსების მაგალითი, რითაც ისტორიაში უნიკალური ადგილი დაიმკვიდრა. ჩემი ფიქრებითა და ლოცვებით სამეფო ოჯახის გვერდით ვარ“, – წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.

მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი ასევე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ დედოფალი ელისაბედ მეორე თაობებს ემახსოვრება:

„გულითადად ვუსამძიმრებთ სამეფო ოჯახს, გაერთიანებული სამეფოს მთავრობასა და ხალხს. მისი უდიდებულესობა, დედოფალი ელისაბედ მეორე იყო ლიდერი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უძღვებოდა ერს, იყო პატივისცემისა და სიყვარულის ობიექტი. ის თაობებს ემახსოვრება!“

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში დღეს, შოტლანდიაში გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S