დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე გარდაიცვალა
08/09/2022 17:36:45 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ბუკინგემის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.
ელისაბედ II ტახტზე 70 წლის წინ, 1952 წელს ავიდა და ის ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დროით მმართველობის სტატუსის მქონე მონარქია. ელისაბედ მეორე გაერთიანებული სამეფოს გარდა კიდევ 14 დამოუკიდებელი სახელმწიფოს, მათ შორის კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის, მეთაური იყო.
***
როგორც ირკვევა, ყველა დეტალი გაწერილია, თუ რა უნდა მოხდეს დედოფლის გარდაცვალების შემდეგ: ელისაბედ მეორეს პირადი მდივანი დაუკავშირდება პრემიერ–მინისტრს. მდივანი დაუკავშირდება საიდუმლო საბჭოსაც, რომელიც მონარქის სახელით მთავრობის საქმიანობას კოორდინაციას უწევს.
ქვეყნის შიგნით ამ დღეს D-Day სახელით მოიხსენიებენ. ყოველი მომდევნო დღე, დაკრძალვამდე აღნიშნული იქნება D+1, D+2 და ა.შ.
გარდაცვალების შესახებ შეატყობინებენ მინისტრთა კაბინეტს. ამის შემდეგ დაუშვებენ დროშებს. როგორც Politico წერს, გეგმით გათვალისწინებულია, რომ ეს ყველაფერი 10 წუთში უნდა მოხდეს.
ინფორმაციას გარდაცვალებაზე შეატყობინებენ ერთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოებსა და იმ ქვეყნის ლიდერებს, სადაც დედოფალი ამ დრომდე მთავრობის ხელმძღვანელად მიიჩნევა.
უკვე ამის შემდეგ ოფიციალურად ეცნობა პრესის ასოციაციას. დაკრძალვა ათ დღეში გაიმართება.
The Guardian აღნიშნავს, რომ ბუკინგემის სასახლის კარიბჭეზე მიამაგრებენ ცნობას მონარქის გარდაცვალების შესახებ. Politico-ს ინფორმაციით, სამეფო ოჯახის ვებგვერდზე შავ ფონზე იგივე შეტყობინება გამოჩნდება.
პირველი ოფიციალური პირი, ვინც განცხადებას გააკეთებს პრემიერ–მინისტრი იქნება, რომელიც მოგვიანებით ახალ მონარქს შეხვდება. პრინცი ჩარლზი კი იმავე საღამოს საჯარო განცხადებით გამოვა.
დედოფლის გარდაცვალებისთანავე პრინცი ჩარლზი მეფე ხდება. მისი კორონაცია შესაძლოა რამდენიმე თვეში ან ერთ წელში გაიმართოს. მოსახლეობისადმი მიმართვის შემდეგ ჩატარდება წირვა წმინდა პავლეს საკათედრო ტაძარში, რომელსაც დაესწრება პრემიერმინისტრი.
მეორე დღეს, დილის ათ საათზე Accession Council, რომლის წევრებით მაღალჩინოსნები არიან, წმინდა ჯეიმსის ტაძარში შეიკრიბებიან, რათა მეფე ჩარლზი ახალ სუვერენად გამოაცხადონ.
დედოფლის გარდაცვალებიდან მეორე დღეს, დილით ათ საათზე წმინდა ჯეიმსის ტაძარში მოწვეული იქნება Accession Council, რომლის წევრებიც მაღალჩინოსნები არიან, რათა მეფე ჩარლზი ახალ სუვერენად გამოაცხადონ.
მიწვეული იქნება ასობით საიდუმლო წევრი, მათ შორის პრემიერ–მინისტრი და უფროსი მინისტრები.
პარლამენტი სამძიმრის წერილის შესათანხმებლად შეიკრიბება. საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა ათი დღით შეჩერდება.
შუადღით კი ახალი მეფე პრემიერ–მინისტრსა და კაბინეტს შეხვდება.
ორ დღეში დედოფლის ცხედარს ბაკინგემის სასახლის ტახტის ოთახში დაასვენებენ.
მესამე დღეს მეფე ჩარლზი ვესტმისტერ ჰოლში სამძიმრის წერილებს მიიღებს. დღის მეორე ნახევარში კი გაერთიანებული სამეფოს გარშემო ტურნეში გაემგზავრება, რომელიც შოტლანდიის პარლამენტში ვიზიტით და ედინბურგში St. Giles Cathedral-ის მსახურებით დაიწყება.
მეოთხე დღეს მეფე ჩარლზი ჩავა ჩრდილოეთ ირლანდიაში, სადაც ჰილსბოროს სასახლეში სამძიმარს მიიღებს და ბელფასტში მსახურებას დაესწრება.
ამავე დღეს ჩატარდება ოპერაცია LION-ის რეპეტიცია - დედოფლის ცხედრის გადასვენება ბაკინგემის სასახლიდან უესტმისტერის სასახლეში.
მეხუთე დღეს ლონდონის გავლით მონარქს ბაკინგემის სასახლიდან უიესტმისტერის სასახლეში გადაასვენებენ, სადაც მსახურება ჩატარდება.
უესტმისტერის სასახლეში დედოფალი სამი დღის განმავლობაში იქნება დასვენებული, რაც ოპერაცია FEATHER-ის ფარგლებში ჩაივლის. უესტმისტერ ჰოლი პუბლიკისთვის 23 საათის განმავლობაში იქნება ღია.
ამავე პერიოდში მეფე ჩარლზი გაემგზავრება უელსში, სადაც ასევე სამძიმარს მიიღებს და კარდიფში მსახურებას დაესწრება.
ამ ხნის განმავლობაში სამთავრობო უწყებები დაკრძალვის დაგეგმვით იქნებიან დაკავებულნი. გასათვალისწინებელი იქნება, სატრანსპორტო მიმოსვლა, უცხო ქვეყნის ლიდერების ჩამოსვლა, უსაფრთხოების საკითხები და ა.შ.
დაკრძალვის დღე ოფიციალურად გამოცხადდება გლოვის დღედ.
უშუალოდ დაკრძალვა უესტმისტერის სააბატოში გაიმართება. შუადღით მთელი ქვეყნის მასშტაბით ორწუთიანი დუმილი გამოცხადდება.
პროცესია ჩაივლის ლონდონსა და უინძორში. მსახურება უინძორის სასახლეში წმინდა ჯორჯის ტაძარში გაიმართება და დედოფალი მამისა და ქმრის, გვერდით დაიკრძალება.


