Accentnews.ge
ერთა თანამეგობრობა შეშფოთებულია დედოფალი ელისაბედის ჯანმრთელობის მდგომარეობით

ერთა თანამეგობრობა შეშფოთებულია დედოფალი ელისაბედის ჯანმრთელობის მდგომარეობით

08/09/2022 16:06:01 მსოფლიო

ერთა თანამეგობრობის გენერალური მდივანი პატრიცია სკოტლანდი აცხადებს, რომ დედოფალი ელისაბედის ჯანმრთელობის შესახებ ცნობებით შეშფოთებულია.

სკოტლანდმა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების სახელით დედოფალსა და სამეფო ოჯახს საუკეთესო სურვილები უსურვა.

„როგორც ყველა, ბაკინგემის სასახლის დღევანდელი განცხადების მოსმენის შემდეგ მეც ღრმად ვარ შეშფოთებული. ერთა თანამეგობრობის ოჯახში შემავალი ყველა ერის და მოქალაქის სახელით, მის უდიდესობასა და სამეფო ოჯახს საუკეთესო სურვილებს ვუგზავნი. მისთვის ვილოცებთ“ - აცხადებს პატრიცია სკოტლანდი.

ერთა თანამეგობრობა 56 წევრი სახელმწიფოს პოლიტიკური ასოციაციაა. ამ ქვეყნების უდიდესი ნაწილი წარსულში ბრიტანეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა.

1926 წელს ის შეიქმნა როგორც ბრიტანეთის ერთა თანამეგობრობა. ახლა მას ერთა თანამეგობრობა ეწოდება და 1949 წელს მიღებული ლონდონის დეკლარაციის მიხედვით, მისი წევრი ქვეყნები „თავისუფალნი და თანასწორნი“ არიან.

თანამეგობრობის ხელმძღვანელი დედოფალი ელისაბედ მეორეა.

ბაკინგემის სასახლემ დღეს გაავრცელა განცხადება, რომ დედოფალი ელისაბედი ბალმორალში სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშაა მას შემდეგ, რაც ექიმები მისი ჯანმრთელობით შეშფოთდნენ.

როგორც BBC წერს, პრინცი ჩარლზი მასთან ერთად იმყოფება, ხოლო კემბრიჯის ჰერცოგი, პრინცი უილიამი გზაშია.

განცხადება დედოფლის ჯანმრთელობის შესახებ მას შემდეგ გაკეთდა, რაც 96 წლის ელისაბედ მეორემ საიდუმლო საბჭო დატოვა და ექიმებმა მას დასვენება ურჩიეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S